სტატიები

რა ქონებას ფლობენ მაჟორიტარი დეპუტატები შიდა ქართლიდან?

როგორია გიორგი ხოჯევანიშვილის და ზაალ დუგლაძის ქონებრივი მდგომარეობა 2021-2022 წლების მონაცემებით – მაჟორიტარი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები “მოზაიკამ” შეადარა.

უძრავი  ქონება

  • გიორგი ხოჯევანიშვილს პირად საკუთრებაში 3 მიწის ნაკვეთი, 1 ბინა და 1 ავტოფარეხი აქვს რეგისტრირებული.  კიდევ ერთი უძრავი ქონება საზიარო საკუთრებაშია – ყვარელში მდებარე 5361 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის 50% ხოჯევანიშვილს, 50% კი ივანე ჭიტაშვილს ეკუთვნის. 1 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი კი ხოჯევანიშვილის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.

ჯამში, გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახი უძრავ ქონებებს ფლობს ბაკურიანში, თბილისში, კარალეთში, ყვარელსა და წავკისში – მათი ჯამური ფართობი კი დაახლოებით 69 000 კვ.მ-ია.

  • ზაალ დუგლაძის პირად საკუთრებაშია 8 მიწის ნაკვეთი. კიდევ 1 მიწის ნაკვეთი, 1 ბინა და 1 ავტოფარეხი კი მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.

ჯამში, ზაალ დუგლაძის ოჯახი უძრავ ქონებებს ფლობს დუშეთში, თბილისსა და ყვარელში – მათი ჯამური ფართობი კი დაახლოებით 90 600 კვ. მ.-ია.

წილები კომპანიებში

ზაალ დუგლაძე 9 კომპანიის მეწილეა:

  • შპს ვარციხის კონიაკის ქარხანა – 100%
  • შპს ივერია ალკო – 100%
  • ა შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია – 25,68%
  • შპს ელექტრა-ელტედე – 25%
  • შპს აისი ინკ – 34%
  • შპს GIC – 50%
  • შპს ვენი ვიდი ჯორჯია – 20%
  • შპს მთაწმინდა-95 – 20%
  • შპს ეფ ენდ კომპანი – 12,5%

ერთი კომპანიის მეწილეა დუგლაძის მეუღლე ეკატერინე დუგლაძე: შპს დი & ჯი – 50%

გიორგი ხოჯევანიშვილი 5 კომპანიის მეწილეა:

  • შპს ჯი ენ კა გრუპი – 75%
  • შპს ფრუტ ექსპორტ კომპანი – 100%
  • შპს ჯეო ფრუტ ფროდაქშენი – 50%
  • შპს გაზლენდი – 100%
  • შპს დეკერს ჯორჯია – 20%

2 კომპანიასთან აქვს კავშირი  ხოჯევანიშვილის მეუღლე ნათია ჯავახს.

  • შპს ნორბი საქართველო – 10%-იანი წილის მფლობელი
  • შპს Master promotion – დირექტორი
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.