სერგი მაკალათიას სახელობის, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ახორციელებს პროექტს ,,სახალისო არქოლოგია’’, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ავრცელებს.
“პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის (1-დან მე-8 კლასის ჩათვლით), არქეოლოგიის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას. პროექტის ფარგლებში უკვე ერთი კვირაა მუზეუმი გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პრაქტიკულ სამუშაოებში გორის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. მუზეუმის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარეს.
დატოვეთ კომენტარი