“Hardware StartUP ინკუბატორი 2022” – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც 6 ივნისიდან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ტექნოპარკების ქსელი იწყებს
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპის იდეის მქონე ადამიანებს ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ბიზნეს მენტორშიფის მეშვეობით, საწყის ეტაპზევე შეუწყოს ხელი ბიზნეს მოდელის ფორმირებასა და შექმნილი პროტოტიპების კომერციალიზაციის პროცესებში.
პროექტი განხორციელდება თბილისისა და რეგიონების ტექნოპარკებში, მათ შორის კასპშიც.
“მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ტრენინგები ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარების მიმართულებით. მონაწილეები შეისწავლიან ელექტრონული პროექტების შექმნას, გაივლიან საწარმოო დიზაინის ძირითად პრინციპებს და მიღებული ცოდნით შეძლებენ სხვადასხვა ელექტრო-მექანიკური მოწყობილობებზე, პროცესების ავტომატიზაციისა და მონიტორინგის სისტემებზე მუშაობას”.
ტექნიკური უნარების სწავლების პარალელურად, ჩაუტარდებათ პროდუქტის ფორმირებისა და კომერციალიზაციის მიმართულებებით ბიზნეს ტრენინგებისა და მენტორშიფის პროგრამა, როგორიც არის:
- ● სხვაობა სტარტაპსა და ტრადიციულ ბიზნესს შორის;
- ● Lean Startup-ის ძირითადი პრინციპები;
- ● პროდუქტის ვალიდაციის მეთოდები;
- ● ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
- ● ღირებულებათა შეთავაზება (Value Proposition);
- ● პროტოტიპისა და MVP-ის შექმნა;
- ● Pitching – საინვესტიციო პრეზენტაციის წარდგენა და სხვა.
Arduino-ის ტრენინგები ჩატარდება თბილისისა და ყველა რეგიონის ტექნოპარკში. სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/BHgtfLi IoT (ნივთების ინტერნეტი), პროგრამირება და Raspberry Pi-ის ტრენინგები ჩატარდება მხოლოდ თბილისის ტექნოპარკში. სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/SHgtEp1
რეგისტრაცია შესაძლებელია 31 მაისამდე სააპლიკაციო ფორმის შევსებით:
- Arduino-ის ტრენინგები: https://cutt.ly/BHgtfLi
- პროგრამირება და Raspberry Pi-ის ტრენინგები: https://cutt.ly/SHgtEp1