ახალი ამბები

17:10-ზე შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი 17:10-ზე შესრულდება.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა – 1918 წლის 26 მაისს, 17:10 საათზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.