26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, კასპში მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები.
კასპის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის თეა ხორბალაძის თქმით, კონცერტზე ადგილობრივი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
“კულტურის ცენტრის გვერდით არის მემორიალი, რომელსაც გვირგვინებით ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა დილით 12:00 საათზე შეამკობს და მამაო გადაიხდის პანაშვიდს. შემდეგ საკონცერტო ნომრები გვექნება, ადგილობრივი მომღერლების მონაწილეობით და თემატური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მოსწავლე-ახალგაზრდობის და ცეკვის ანსამბლები მიიღებენ. 3 საათზე ივანე მაჩაბლის თეატრი სპექტაკლს ” მატარებელი” გამართავს”, – აცხადებს ხორბალაძე.
უწყების ცნობით, კასპში სააკაძის სკვერის რეაბილიტაციის გამო, წელს ფართომასშტაბიანი ღონისძიებები არ განხორციელდება.