ახალი ამბები

მომღერლები, რომლებიც 26 მაისს გორში იმღერებენ

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, გორში შოუბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლები იმღერებენ.

“დასკვნითი ღონისძიება საღამოს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა. კონცერტზე იმღერებენ: ნოდიკო ტატიშვილი; ნინი ბადურაშვილი;მაგდა ნიკოლაიშვილი; გიორგი ნადიბაიძე; ბენდი “მიქსტურა” და ოთო ნემსაძე ბენდი “ლიმბოსთან” ერთად”, – ინფორმაციას კულტურის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 26 მაისის აღსანიშნავად, გორში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები: მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები; ისტორიული გამოფენები; ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები; სპორტული აქტივობები; კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები.

დატოვეთ კომენტარი