გორის კულტურის და ტურიზმის სააგენტოში ფილმის ჩვენება გაიმართება.
“მე და ევროპა”, – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობს აერთიანებს.
“ევროპის დღეების ფარგლებში, გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება ,,მე და ევროპა’’. რეჟისორ გიორგი ქველიძის ფილმი თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობას და მრავალფეროვნებას აერთიანებს”, – აცხადებს სააგენტო.
ფილმის ჩვენება 24 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
დატოვეთ კომენტარი