ახალი ამბები

ქარელში აუზი ივნისის ბოლოს გაიხსნება – მერია

ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე არსებული საცურაო აუზი ივნისის ბოლოდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აცნობა, რომელიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა ქარელში.

“სპორტულ კომპლექსში იქნება ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი”, – განაცხადა გულიაშვილმა.

როგორც ცნობილია, პროექტის ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.