სტატიები

სამადლობელი ტექსტები, რომლითაც ღარიბაშვილს მედიისთვის დახურულ შეხვედრაზე დახვდნენ 

“მადლობა პატრიოტიზმისთვის, მადლობა  მართლმადიდებლობისთვის, მადლობა მშვიდობისთვის”, – ამ სიტყვებით ხვდებოდნენ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შიდა ქართლში ვიზიტის დროს. 

სამადლობელი ტექსტებით მიმართვის დროს, ადგილზე ჟურნალისტები არ იმყოფებოდნენ, მადლიერი მოსახლეობის ვიდეოები საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე, პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა. 

ირაკლი ღარიბაშვილის კასპში, ქარელში, ხაშურსა და გორში მმართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ და თითქმის ერთიდაიგე შინაარსის ტექსტებით მიმართეს. 

“დიდი მადლობა ყველაფრისთვის, იმისთვის რომ დღეს ომში არ ვართ ჩათრეულები. მადლობა შვიდობისთვის”, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა კასპში, შორენა შუშაბერიძემ ირაკლი ღარიბაშვილს. 

გარდა სამადლობელი სიტყვებისა, შორენა შუშაბერიძემ პრემიერს კასპში საცურაო აუზის აშენებაც  სთხოვა. 

მსგავსი შინაარსის ტექსტით დახვდნენ ღარიბაშვილს სხვა ქალაქებშიც. ქარელში ახლად აშენებული საცურაო აუზის დათვალიერების შემდეგ, ღარიბაშვილმთან კიდევ ერთი მხარმჭერი მივიდა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გასაცა. 

“სოფელ დირბის ტაძარი ბატონი ბიძინას მიერაა აღდგენილი და იმ ტაძარშია ეს ფრესკაც. ეს არის უნიკალური ფრესკა და მინდა, რომ გადმოგცეთ საჩუქრად, იმიტომ რომ თქვენ ხართ, ჩენი  ქვეყნის გადამრჩენი”. 

ღარიბაშვილმა ხაშურის მუნიცპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა. 

“მადლობა უფალს”,- ეს იყო ფრაზა, რომელიც დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში შესულ ირაკლი ღარიბაშვილს მიაგებეს.

“ძალიან გახარებული ვარ, დღევანდლი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ არა თქვენ, მუზეუმი ვერ განახლდებოდა”, – მიმართა მუზეუმის წარმომადგენელმა. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.