ახალი ამბები

აღაპიშვილის ხსოვნის ჭადრაკის ტურნირზე თამაზ გუგულაშვილმა გაიმარჯვა

კასპში ივანე აღაპიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მეტეხელმა თამაზ გუგულაშვილმა გაიმარჯვა.

“ტურნირში მონაწილეობა მიიღეს კასპის და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წარმომადგენლებმა, აგრეთვე , აღაპიშვილის ვაჟიშვილმა,ვატო აღაპიშვილმა. l ადგილი მაქსიმალური – 7 ქულით დაიკავა მეტეხელმა თამაზ გუგულაშვილმა”, – ინფორმაციას კასპის სპორტული გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მე-2 ადგილზე 5.5 ქულით მიხეილ მაკეივიჩი, ხოლო მე-3 ადგილზე 5 ქულით მამუკა ზაქარაშვილი გავიდა.

დატოვეთ კომენტარი