ახალი ამბები

კასპის მერიამ რბილი ავეჯის განახლებისთვის 3 500 ლარი დახარჯა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ რბილი ავეჯის განახლებისთვის 3 500 ლარი დახარჯა. უწყებამ გამარტივებული შესყიდვა განახორციელა და ხელშეკრულება ივანე დალაქიშვილს გაუფორმა.

“ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საოფისე, რბილი, ტყავის შემცველი სკამების განახლების მომსახურების შესყიდვა”, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.

როგორც ცნობილია, მერიას ერთი სკამის შეკეთება 70 ლარი უჯდება. სულ 50 სკამია შესაკეთებელი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები