ახალი ამბები

კასპელი მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები მარიამ მამასახლისი და ლანა მეზურნიშვილი ლიტვასა და კვიპროსში საერთაშორისო პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას.

“გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+Youth Exchanges მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტში. მარიამმა წარმატებით გაიარა კონკურსი We are all aqual , ლანამ კი, Protecting our Planet starts with you. გოგონები ლიტვასა და კვიპროსზე გაემგზავრებიან საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.”, – ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს მშვიდობის კორპუსის ახალგაზრდების დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების შესარჩევი კონკურსიც.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები