„იმედია ამ ტრაგედიას ყველა სკოლა გაუწევს ანგარიშს”, – ასე გამოეხმაურა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე 13 წლის ბავშვის გარდაცვალების ამბავს, რომელიც ავტსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
“რა მენტალური მიღწევის მოტივაცია გვჭირდება ჯერ კიდევ იმისთვის, რომ გავიაზროთ – გაზაობა მაგარი ბიჭობა არაა ამასთან, იქ სადაც ამდენი ადამიანი მოძრაობს. იმედი მაქვს ამ ტრაგედიას გაუწევს ყველა სკოლა ანგარიშს და მანქანებით გაუკონტროლებელ მსვლელობას არ მოაწყობს”, – განაცხადა გოგუაძემ.
ავტოსაგზაო შემთხვევას 13 მაისს ხაშურის მე-2 სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა. სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. ის ხაშურის “ევექსის” კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, ხაშურში ბოლო 1 კვირის განმავლობაში ეს მე-2 ავტოსაგზაო შემთხვევაა. 10 მაისს მანქანა დაეჯახა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.