ახალი ამბები

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოჭრის 13 ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში აპრილის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 13 ფაქტი გამოვლინდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 2022 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”, – აცხადებენ დეპარტამენტში.

უწყების ცნობით,  საქართველოს მასშტაბით ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

დატოვეთ კომენტარი