სტატიები

საბჭოთა სიმბოლიკები, რუსეთის დროშა და დაპირისპირება – 9 მაისი გორში 

“ჩვენ გვინდა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან”, – ეს განცხადებები ისმოდა გორში 9 მაისს, როცა კომუნისტური პარტიის მხარდამჭერები რუსეთის დროშით ხელში ქალაქის ცენტრში, საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ. 

ფაშიზმზე გამარჯვების დღე გორში, წინა წლების მსგავსად სხვადასხვანაირად აღინიშნა. 

ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალი და დაათვალიერეს საბრძოლო დიდების მუზეუმი.

ცოტა ხნის შემდეგ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები  გამოჩნდნენ, რომლებიც საგანგებოდ ამ დღისთვის საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ. მათ სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ საბჭოთა სიმბოლიკებით გამოფინეს. 

ზოგიერთ მათგანს წითელი დროშების გარდა, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშაც ეჭირა. შეკრებაზე გაიჟღერა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთიბის აღდგენის მოთხოვნამაც. 

” უკრაინასთან ომი რუსეთის კი არა ამერიკის ბრალია, რუსეთი იქ სამხედრო ოპერაციას ახორციელებს”, 

 ” ჩვენ გვინდა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ომი უკრაინის არჩევანია”, – ამბობდნენ კომუნისტური პარტიის მხარდამჭერები. 

ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და შეკრებილებს მოუწოდეს აეღოთ წითელი დროშები და შეეწყვიტათ საბჭოთა სიმბოლიკებით ქალაქში გადაადგილება, თუმცა მათ მოთხოვნას ისინი არ დაემორჩილნენ, რის გამოც სამართალდამცავებმა კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თემურ ფიფია დააკავეს. 

დატოვეთ კომენტარი