ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ა(ა)იპ ხაშურსერვისის რეორგანიზაციის შესახებ განკარგულება დაამტკიცა. აღნიშნულ ფაქტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკატერინე პაპუაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, რეორგანიზაცია ფორმალურია და რეალურად, აღნიშნულ ა(ა)იპ-ში მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან დასაქმებულები.
“ადრე გამწვანება ცალკე ააიპ იყო შემდეგ ისევ ხაშურსერვისს შეუერთეს, ახლა ისევ ყოფენ. ცოტა გაურკვეველია, ვფიქრობ, რომ ეს უფრო კონკრეტულ ადამიანებზე მორგებულია, ვიდრე საჭიროებებზე, ფურცელზე ყველაფერი კარგად ჩანს მთავარია რეალურად რა ხდება ხაშურსერვისში. ერთი დიდი თავკომბალასავით გაერთიანებაა ,სადაც პარტიული ხალხი ჰყავთ დასაქმებული”, – ამბობს ეკატერინე პაპუაშვილი, საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
როგორც ცნობილია, რეორგანიზაციის შედეგად, ცალკე ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდა წყლის და გამწვანების კომპანია. ოპოზიციამ აღნიშნულ განკარგულებას მხარი არ დაუჭირა.