ახალი ამბები

კასპში წყლის მილში მოქალაქემ ჟანგის ნატეხები აღმოაჩინა

კასპში, კოლხეთის ქუჩაზე მოქალაქემ წყლის მრიცხველის ფილტრში ჟანგის ნატეხები აღმოაჩინა – ფაქტის ამსახველი ფოტო მოქალაქემ “მოზაიკას” გამოუგზავნა.

“რკინის ნამტვრევები წყლის მრიცხველის ფილტრიდან ამოვიღეთ. ეს კიდევ მცირედია. გამრიცხველიანების დროს ვუთხარით მ პრობლემის შესახებ, თუმცა დღემდე არ შეგვიცვალეს ეს დაჟანგებული მილები”, – ამბობს კოლხეთის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.

ინფორმაციისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ წყლის სისტემებისთვის გამოყოფილი თანხები შეამცირა. კერძოდ, თუ კი, 2021 წელს 1 098 600 ლარი იყო გამოყოფილი, წელს 840 000 ლარია.

დატოვეთ კომენტარი