ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 8 ძროხა საძოვრებიდან დაიკარგა. მეპატრონე ამბობს, რომ 2 დღეა პირუტყვს უშედეგოდ ეძებენ.
“საქონელი ოსიაურში რკინიგზის სადგურთან გვყავდა გაშვებული საძოვარზე. ორი დღეა ვეძებთ, ძებნაში ჩართულია პოლიციაც, გამოკითხვით გავარკვიეთ, რომ ბოლოს ხაშურში მე-6 სკოლასთან დაინახეს”, – ამბობს სალომე ბერიძე.
მისივე ინფორმაციით, აპირებს ვიდეოჩანაწერების კადრების ნახვას იმ ადგილებიდან, სადაც ბოლოს პირუტყვი ნახეს.
დატოვეთ კომენტარი