ქარელში “გირჩის” 64-მა მღვდელმსახურმა სავალდებულო სამხედრო სამსახურს აარიდა თავი. ამის შესახებ, ინფორმაცია მერიის სამხედრო გაწვევის სამსახურმა საკრებულოს მიაწოდა.
” სამხედრო სამედიცინო შემოწმება გაიარა 136-მა წვევამდელმა, აქედან 41 ცნეს ვარგისად, ხოლო 84 წვევამდელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაუვადდა სამხედრო სამსახური”, – განმარტა გიორგი ხაბალაშვილმა.
მისივე ცნობით, ერთი წლის განმავლობაში საგაზაფხულო-საშემოდგომო გაწვევის დრო ქარელის მუნიციპალიტეტიდან 182 მოქალაქეს გადაუვადდა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
დატოვეთ კომენტარი