სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპის წყალში ნაწლავის ჩხირი აღმოაჩინა და ფაქტის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას აცნობა.
“2022 წლის პირველ კვარტალში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში შემოწმდა კორპუსების ეზოსა და ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებული საერთო მოხმარების ონკანები. სინჯების აღების შედეგად სასმელ წყალში აღმოჩენილი იქნა კოლიფორმების (ნაწლავის ჩხირი) დაუშვებელი რაოდენობა. აღნიშნულის შესახებ ეცნობა ადგილობრივ თვითმმართველობას და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები”, – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, ნაწლავის ჩხირის არსებობა სასმელ წყალში მიუთითებს მის ფეკალურ დაბინძურებაზე და შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დაავადებები.
დატოვეთ კომენტარი