ახალი ამბები

“გოგონებს ყველაფერი შეუძლიათ” – ახალი სტენსილი გორში 

გორში, ბარნოვის ქუჩაზე სტენსილი სახელწოდებით “გოგონებს ყველაფერი შეუძლიათ” დახატეს. 

ნახატი კამპანიის “ცოდნა მიცავს მე” ფარგლებში მარიამ შალამბერიძემ შეასრულა. 

“კამპანია ხორციელდება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფემინისტების“ მიერ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში”, – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები. 

ფოტო: ლევან ახალკაცი

დატოვეთ კომენტარი
ტეგები