გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში და კირბალში ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტები ამოქმედდა. ინიციატივა ერთ-ერთ კერძო კომპანიას ეკუთვნის.
” ეს საქმიანობა საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს, ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებსაც კი – ეფექტურად გამოიმუშაონ ფინანსები. ერთ ადამიანს 1 დილის განმავლობაში, 50-დან 80 ლარამდე შეუძლია გამოიმუშაოს”, – ინფორმაცის ლოკოკინების გადამამუშავებელი ქარხანა ავრცელებს.
ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთი საქართველოში ერთადერთი კუთხეა, სადაც ლოკოკინებს საკვებად მოიხმარენ.ადგილობრივების მტკიცებით, ნიჟარაში მცხოვრები მოლუსკების მირთმევა სასარგებლოა. მასში ბევრი ვიტამინი, მიკროელემენტი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია.
დატოვეთ კომენტარი