გორში, ცენტრალურ მოედანზე და თეატრის სკვერში განთავსებული მონიტორები რამდენიმე თვეა გამორთულია.
გორის მერიაში ამბობენ, რომ მონიტორებს ტექნიკური პრობლემა შეექმნათ და ახლა მათი შეკეთება მიმდინარეობს.
“ქალაქში განთავსებულ მონიტორებს შეექმნა ტექნიკური პრობლემები. მონიტორებს აქვთ საგარანტიო ვადა და შესაბამისად, კომპანიას დაწყებული აქვს პრობლემის მოაგვარებაზე მუშაობა, უფასოდ და მაქსიმალურად მალე მოხდება აღდგენა”, – ამბობენ მერიაში
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული მონიტორები 2020 წელს 148 320 ლარად შეიძინა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე განათავსა.
დატოვეთ კომენტარი