გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა შპს “ავერსი-ფარმასთან“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ფარმაცევტულ პროდუქტს შეიძენს.
“როგორც ცნობილია, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში აუცილებელი მოთხოვნაა განთავსებული იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების წამლების კრებული. გორის მუნიციპალურ ავტობუსებშიც არის მსგავსი კრებულები, რომელშიც თავმოყრილია პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი ყველა საჭირო მედიკამენტი. მათი გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ყველა მგზავრს, ასევე, მძღოლს და კონტროლიორს. სამედიცინო ყუთების შევსება/მედიკამენტების დამატება ხდება პერიოდულად. აღსანიშნავია, რომ გორის მუნციიპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში დასაქმებულ მძღოლებს და კონტორლიორებს გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე საინფორმაციო-პრაქტიკული ტრენინგები”,– ამბობენ სააგენტოში.
ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტომ 13 დასახელების მედიკამენტსა და სამედიცინო დახმარების პროდუქტში 513 ლარს გადაიხდის.