“ჩემს სათქმელს გამოძიების ბოლოს ვიტყვი”, – ამის შესახებ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ქვათაძემ განაცხადა. მან ბიტკოინების საქმე იგულისხმა, რომელიც კვლავ ძიების პროცესშია.
“მერე ალბათ კომენტარს გავაკეთებ,ყველაფერი ისე არ არის, როგორც დაიხატა და გამოისახა. ადვოკატი არ ამიყვანია, იმიტომ, რომ ბრალიც არ მაქვს წარდგენილი”, – განაცხადა ქვათაძემ.
როგორც ცნობილია, კულტურის ცენტრში აღმოჩენილი ბიტკოინის მაინერების საქმეზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას აგრძელებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ჯერჯერობით არავინ არ არის.
დატოვეთ კომენტარი