კომბინატის დასახლებაში ორ საცხოვრებელ კორპუსს, მშვიდობის 27-ში და 29-ში სახურავი გადახადა.
შემთხვევის ადგილები ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილობრივების ინფორმაციით, ვითარების გასაცნობად ჯერჯერობით ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა.
” არც პოლიციაა, არც სამაშველო, მხოლოდ ერთი მანქანა დგას მერიის და ამ ლენტის იქით ვინ შედის და ვინ გამოდის არავინ აკონტროლებს”, – ამბობენ ადგილობრივები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გორის მერი უკვე მიდიან.
დატოვეთ კომენტარი