ახალი ამბები

სამსახურიდან გაშვება არ მომხდარა, გავარძელებ მუშაობას – კეჩხუაშვილი

ააიპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი თეა კეჩხუაშვილი მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კეჩხუაშვილის განმარტებით, მისი გათავისუფლება არ მომხდარა.

“გათავისუფლება არ მომხდარა. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და გაგრძელდება ჩვეულებრივად, ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სპორტ-სკოლის მენეჯერთან შელაპარაკება ნამდვილად მოხდა, თუმცა ეს არ იყო ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების გამო მოხდა. სხვა სამსახურებრივ საკითხზე გვქონდა ხმამაღალი საუბარი”, – ამბობს თეა კეჩხუაშვილი.

ინფორმაციისთვის, ის სპორტის სააგენტოში ტრენერის პოზიციას იკავებს.

დატოვეთ კომენტარი