გორის მერია მუნიციპალიტეტში მოქმედ სააფთიაქო ქსელებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გააფორმებას აპირებს.
არსებული ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეები მედიკამენტების და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებების შეძენას კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლებით შეძლებენ.
კერძოდ, მემორანდუმის მიხედვით, მოქალაქეები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მედიკამენტების დაფინანსების თხოვნით მიმართავენ, აფთიაქებისგან მთელი კვირის განმავლობაში ხარჯთაღრიცხვას საშეღავათო პირობებით მიიღებენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ინიციატივა პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ხორციელდება და იგი, უკვე მუშაობს ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ამჟამინდელი მდგომარეობით, გორის მუნიციპალიტეტში მემორანდუმზე ხელის მოწერას 5-ზე მეტი სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელი გეგმავს.