გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში 1659 პედაგოგი ასწავლის. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 1250 უფროსი, 421 წამყვანი და 12 მენტორი მასწავლებელია.
ყველაზე მეტი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი გორის #3 საჯარო სკოლას ჰყავს, აღნიშნულ სკოლაში 59 უფროსი პედაგოგია. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ყველაზე მეტ პედაგოგს გორის #12 და #9 საჯარო სკოლების მასწავლებლებს აქვს, ორივე მათგანში 23 – 23 წამყვანი პედაგოგია.
გორის საგანმანათლებლო რესურსცნეტრის დირექტორი, ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტიში პედაგოების კომპენტენციის პრობლემა არ არსებობს, რადგან ისინი ყოველწლიურად ცდილობენ საკუთარ პროფესიაში წარმატებას მიაღწიონ.
“ზოგადად აქტიური პედაგოგები გყვავს, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ აბსოლუტურად არ არის განსხავება ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის. კომპეტენციის საფეხურები უფროსი მასწავლებლით იწყება. ვისაც სტატუსი არ აქვს, ის ითვლება უსტატუსო მასწავლებლად და ფაქტობრივად, ასეთები თითებზე ჩამოსათვლელი გვყვავს, სადაც მაგალითად ვაკანსია ვერ შეივსო უფროსი ან წამყვანი მასწავლებლით და ისევ გაუგრძელდათ ხელშეკრულება სასწავლო წლის ბოლომდე, მათ მოუწევთ, რომ დაადასტურონ კომპეტენცია ზაფხულში, თუ არადა მათ ადგილას გამოცხადეება ვაკანსია”,– ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.
მისი თქმით, სტატუსი “პრაქტიკოსი მასწავლებელი” აღარ არსებობს, რადგან პედაგოგისთვის კომპეტენციის დასადასტურებლად აუცილებელია სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება.
“უფროსი მასწავლებლის სტატუსით იწყება ეს საფეხურები, ვინც უკვე მენტორია ის უკვე გამოცდას აღარ აბარებს, თუმცა ვინც უფროსი ან წამყვანია, ისინი რა თქმა უნდა არიან მოტივირებულნი, რომ მენტორები გახდნენ”, – ამბობს ტერმაკოზაშვილი.
რაც შეეხება მენტორი მასწავლებლების რაოდენობას, ყველაზე მეტი – 3 მენტორი პედაგოგი ჰყავს #12 საჯარო სკოლას, 2 პედაგოგი #9 სკოლაში ასწავლის, ხოლო თითო მენტორი მასწავლებელია #8, სკრის, ქვეშის, ყელქცეულის, ხიდისთავის, ტინისხიდისა და ახალდაბის სკოლებში.
შენიშვნა: 1659 პედაგოგიდან ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ასწავლიდეს რამდენიმე სკოლაში ერთდროულად.