უკრაინიდან გორში ჩამოსული 8-სულიანი ოჯახისთვის დახმარება გროვდება. დახმარების შეგროვების ინიციატორი გორში მცხოვრები ნიკა ღოლიჯაშვილია.
ნიკას თქმით, ამ ეტაპზე ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საცხოვრებელი ფართი და საკვებით უზრუნველყოფაა.
“ამ ოჯახს ახლობლები ჰყავდა გორში და გადაწყვიტეს ჩამოსვლა. 8 – სულიანი ოჯახი ორი მცირეწლოვანი ბავშვით ცხოვრობენ ვოლოგდის დასახლებაში. ყველანაირ დახმარებას იღებენ – ტანსაცმელი, საკვები… სჭირდებათ თავშესაფარიც, სადაც იცხოვრებენ. თანახმა არიან იმუშაონ, თუ ვინმე დაასაქმებს”.
შეგროვებული დახმარების ოჯახისთვის მიწოდებას, როგორც ნიკა ამბობს, თავად უზრუნველყოფს.
“მე ოჯახებიდან შევაგროვე საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები, ხილი. მოსახლეობას, ვისაც რის საშუალება აქვს, აგროვებენ, მივდივარ და მომაქვს. ჩემს სამეგობრო, სანაცნობოში, სრულიად უცხო ადამიანები მიკავშირდებიან და 5 -10 ლარით ეხმარებიან. არის ანგარიშის ნომერიც და შეუძლია ყველას, რომ ჩარიცხონ”, – თქვა ღოლიჯაშვილმა.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ანგარიშის ნომერზე: GE31TB7972545061100006