სტატიები

გორის მერს 2 მოადგილე, 4 თანაშემწე, მდივანი და მრჩეველი ჰყავს

გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს 2 მოადგილე, 4 თანაშემწე, მდივანი და მრჩეველი ჰყავს.

ხინჩეგაშვილის პირველი მოადგილის პოზიციას ნიკოლოზ ღვინიაშვილი იკავებს. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 4 400 ლარს შეადგენს. მეორე მოადგილე თამაზ შიოშვილია, მისი თანამდებობრივი სარგო 3 850 ლარია.

შიოშვილიც და ღვინიაშვილიც გორის ყოფილი მერის კონსტანტინე თავზარაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დაინიშნნენ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერად არჩევის შემდეგ მრჩევლად დავით კვერნაძე დანიშნა. მას იურიდიული განათლება და ადვოკატად მუშაობის გამოცდილება აქვს. კვერნაძის ყოველთვიური ანაზღაურება 1 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება თანაშემწეებს, რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ერთ-ერთი თანაშემწე ხინჩეგაშვილის კლასელი – კახა კაკაშვილია, ხოლო მეორე თანაშემწე – თამარ ხუროშვილი, თავზარაშვილის პერიოდშია დანიშნული.

სულ ხინჩეგაშვილს 4 თანაშემწე ჰყავს. სამი მათგანის თანამდებობრივი სარგო 1 700 ლარია, ხოლო ერთის 1 250 ლარი.

ხინჩეგაშვილის მდივანი თამარ კეღოშვილია, მისი ანაზღაურება – 1 000 ლარს შეადგენს.

ჯამში, ხინჩეგაშვილის 2 მოადგილის, 4 თანაშემწის, მდივნის და მრჩევლის ანაზღაურება ყოველთვიურად 15 700 ლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.