გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ნივთები შეგროვდა.
უნივერსიტეტის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაიგზავნა უკრაინაში.
“აქციაში ჩართულები იყვნენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები”, – ამბობენ უნივერსიტეტში.
ნივთების გაგზავნაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსისტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმა.
დატოვეთ კომენტარი