გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 300 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა გორის ყოფილი მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის კომპანიას “იბოლია”.
ხელშეკრულებით, მაკრახიძის კომპანია იღებს ვალდებულებას ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია განახორციელოს.
“ხელშეკრულება გულისხმობს გორის მუნიციპალიტეტში წლის მანძილზე გზის ორმოულ სარემონტო სამუშოების წარმოებას”, – ამბობენ მერიაში.
როგორც ცნობილია, ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულება “იბოლიასა” და მერიას შორის 10 მარტს გაფორმდა.
დატოვეთ კომენტარი