გორის მუნიციპალიტეტში, დაზიანებული გზების საფარის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ამის შესახებ, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ხელშეკრულება მერიამ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა – შენახვის სამუშაოებზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 10 მარტს გააფორმა. ხელშეკრულება გულისხმობს გორის მუნიციპალიტეტში წლის მანძილზე გზის ორმოულ სარემონტო სამუშოების წარმოებას, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება” , – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, გზის დაზიანებული საფარი გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოწესრიგდება.
დატოვეთ კომენტარი