ახალი ამბები

გორის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება

გორის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ამ ეტაპზე 50 თეთრი რჩება, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტომ უთხრა.

“მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებებს გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო იღებს. ამ ეტაპზე მგზავრობის საფასური რჩება 50 თეთრი”, – გვითხრა სააგენტოს წარმომადგენელმა.

საწვავის გაძვირების გამო, მგზავრობის ტარიფის გაზრდაზე მსჯელობენ გორი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ტაქსის კომპანიები და ავტოსადგურიც. მგზავრობა უკვე გაძვირდა გორის მუნიციპალიტეტში მოძრავი ტრანსპორტით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.