ახალი ამბები

გორის მერიამ უკრაინელებისთვის 20 000 ლარის სამედიცინო სახარჯი მასალები იყიდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკრაინაში გასაგზავნად 20 000 ლარის ღირებულების სახარჯი მასალები იყიდა. უწყების განმარტებით, თანხა სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა.

მერიის ცნობით, აღნიშნული მასალები უკრაინის ქალაქებში –  ვასილკოვკში, პავლოგრადში და მელიტოპოლში გაიგზავნება.

„უკრაინასთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მერიის შენობაში გახსნილია საგანგებო შტაბი, სადაც უკვე რამოდენიმე დღეა მოაქვთ ტანსაცმელი თუ პროდუქტი. ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო ძალიან ბევრი ადამიანი, გასაგზავნ ტვირთს აგროვებენ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩაერთო ამ კეთილ და ჰუმანურ საქმეში.“ –  აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

უწყების ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

გორის მერიის საგანგებო შტაბის მისამართია:
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა. გრიგოლ ფერაძის N5.
საკონტაქტო: 599 85 17 01; 591 69 41 41;

დატოვეთ კომენტარი