ახალი ამბები

გორის კულტურის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა მოადგილედ თავისი მეგობარი დაინიშნა

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ზურაბ ილურიძე დაინიშნა. ინფორმაცია დაადასტურა სააგენტოს დირექტორმა დავით წეწვაძემაც.

სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას გიორგი ქვათაძე იკავებდა, რომელმაც სამსახური “ბიტკოინების” გახმაურებული საქმის შემდეგ დატოვა.

რაც შეეხება, ზურაბ ილურიძეს, მას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს დავით წეწვაძესთან. მას შემდეგ, რაც წეწვაძე სააგენტოს დირექტორად დაინიშნა, ილურიძემ კეთილმოწყობის სააგენტოდან კულტურის სააგენტოში გადმოინაცვლა და კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც ქვათაძემ თანამდებობა დატოვა, წეწვაძემ თავისი მეგობარი დააწინაურა და სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დანიშნა.

დატოვეთ კომენტარი