ახალი ამბები

გორის მერია უკრაინის დასახმარებლად შტაბს ქმნის

გორის მუნიციპალიტეტის მერია უკრაინის დასახმარებლად საგანგებო შტაბს ქმნის. ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“მერია გორთან დამეგობრებულ უკრაინის ქალაქებს მელიტოპოლსა და პავლოგრადს, ვასილკოვოს მუნიციპალიტეტს, სოლიდარობას უცხადებს და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებს. გორთან დამეგობრებული ქალაქები, ისევე, როგორც მთელი უკრაინელი ხალხი, დღეს დიდი განსაცდელის წინაშე დგას და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ” , – ამბობენ მერიაში.

უწყების ცნობით, გორის მერია აღნიშნული ქალაქების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას და მათი საჭიროების გათვალისწინებით, კონკრეტული დახმარების პაკეტის მომზადებას გეგმავს.

ჰუმანიტარული აქცია 1-ელი მარტიდან დაიწყება. მერიის ინფორმაციით,  მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები გაიხარჯება.

“ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს. მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს ყველას – სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რიგით თანამოქალაქეებს”

როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიხსნება საგანგებო შტაბი.

მისამართი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა. გრიგოლ ფერაძის N5.
გორის მუნიციპალიტეტის მერია – საკონტაქტო: 599 85 17 01; 591 69 41 41

დატოვეთ კომენტარი