სტატიები

ხაშურის არჩევნები 70-ლარიანი ვაუჩერების ფონზე – “ოცნება” ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ

ამომრჩევლზე ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა – “ქართული ოცნების” ხაშურის ორგანიზაციის მიმართ ბრალდებები არ წყდება. 

ამომრჩეველზე ზეწოლასა და საკუთარი თანამშრომლების დაშინების მცდელობაში დღეს ხაშურის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი დაადანაშაულეს. საუბარია ბაღების გაერთიანების დირექტორ ლელა გელაშვილზე.

ხაშურის ბაღების გაერთიანების დირექტორი ლელა გელაშვილი თანამშომლებს ავალებს, რომ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ იმის დასტურად, რომ რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი გააფერადეს“, – ამბობენ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვალერი გელაშვილის საარჩევნო შტაბში. 

ბრალდებას ბაღების გაერთიანების დირექტორი უარყოფს, თუმცა საკუთარ განწყობებს და სიმპატიებს “ქართული ოცნების” მიმართ არ მალავს. 

ვალერი გელაშვილის საარჩევნო შტაბის განცხადების პარალელურად, დღეს ადგილობრივმა ტელევიზიამ ვიდეოც გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები სუპერმარკეტში სურსათის შეძენას ვაუჩერებით ცდილობდნენ. 

ამ ვიდეოს გავრცელებას წინ ვალერი გელაშვილის განცხადება უძღვოდა. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებდა, რომ “ქართული ოცნება” მუნიციპალიტეტში მხარდაჭერის მოსაპოვებლად ფულს და ვაუჩერებს არიგებს. 

ამომრჩეველთა მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბარი ხაშურში ბოლო დღეებში გააქტიურდა. 

გახშირდა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის პაატა ჩადუნელის სატელევიზიო ჩართვები სამთავრობო არხებზე და ასევე, 13 წლიანი მმართველობის შემდეგ, ხაშურის განვითრების  “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. 

ხაშურს სჭირდება მეტი ყურადღება, ვიდრე ექცეოდა გასული წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. ეს ქალაქი იყო ყველაზე ნაკლები ყურადღების ქვეშ, რაც არ ვიცი, რით აიხსნება. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ხაშურს მომდევნო წლებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, სამთავრობო მედიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. “გორბის” მონეცემებით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს 56.3%-იანი მხარდაჭერა აქვს. 

ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხაშურში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვალერი გელაშვილის გამარჯვების შანსი რეალურია. 

შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება პირველად ზაფხულში გააკეთა. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, არსებობდა ეჭვი, რომ ის საბოლოოდ კანდიდატურას “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოხსნიდა. 

დატოვეთ კომენტარი