გორში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე 2025 წლის მაისიდან გორის მერის მოვალეობის შემსრულებელია.
მან პირველი ქონებრივი დეკლარაცია სწორედ ამ რანგში, მიმდინარე წლის ივლისში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ბუზალაძეს ორი ბინა აქვს:
- ერთი ბინა გორში, რომელიც 2024 წელს 140 000 ლარად შეიძინა;
- ერთი ბინა თბილისში, რომელიც 2022 წელს 37 000 დოლარად შეიძინა – აღნიშნული ბინის თანამესაკუთრეა მისი მეუღლე მანანა წვერავა.
ბუზალაძის სახელზე, დეკლარაციის მიხედვით, სხვა უძრავი ქონება არ ფიქსირდება. პოლიტიკაში მოსვლის ეტაპზე, ბუზალაძეს იპოთეკური სესხები აქვს.
რაც შეეხება შემოსავლებს:
- გორში გადმოყვანამდე, ბუზალაძე პარლამენტის აპარატში, ადამინური რესურსების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა და მისი თვიური ანაზღაურება 3 273 ლარი იყო.
- ამჟამად კი მისი, როგორც გორის მერის მოვალეობის შემსრულებლის ხელფასი, თვიურად 7 321 ლარია.
დატოვეთ კომენტარი