ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში წყლის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 8 სკოლამდელ დაწესებულებაში წყალი სხვადასხვა მიკრობებით არის დაბინძურებული.
კვლევა ხაშურის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებამ ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს დაუკვეთა, რისთვისაც უწყებამ 1 470 ლარი გადაიხადა.
კვლევის შედეგების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის N16 და ვაყის N14 საბავშვო ბაღებშია.
„სასმელი წყლის 8 სინჯში დაფიქსირდა მიკრობული დაბინძირება, კერძოდ – საბავშვო ბაღების სასმელ წყალში გაზრდილია მეზოფილური აერობებისა და ფაკულტატური ანაერობების რიცხვი, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა საერთო კოლიფორმული ბაქტერიები“, – წერია კვლევის დასკვნაში.
წყლის დაბინძურება კვლევით დადასტურდა ხაშურის N1, N2, N4, ასევე სოფლების – სატივე, გომი, ალი, ტეზერი, ქვიშხეთი – საბავშვო ბაღებში.
„სასმელი წყლების მიკრობული დაბიწძურებიდან გამომდიწარე, გაზრდილია წყლისმიერი იწფექციური დაავადებების აღმოცენების რისკი, რის გამო დაუშვებელია ამ სასმელი წყლების მოხმარება სასმელ-საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის“, – წერს კვლევითი ორგანიზაცია.
სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებას მისცა რეკომენდაცია, რომ დადგინდეს დაბინძურების წყაროები, ჩატარდეს წყლის რეზერვუარების რეცხვა-დეზინფექცია და შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, სასმელი და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოყენებული იქნას ისეთი სასმელი წყალი (ჩამოსხმული და/აწ სხვა), რომლის ხარისხი შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი“-ს მოთხოვნებს.