შიდა ქართლის პოლიციაში ახალი უფროსის, კახაბერ მურადაშვილის დანიშვნის შემდეგ, კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა – შეიცვალა დეტექტივების სამმართველოს უფროსი.
ამ თანამდებობაზე შალვა ჯინიყაშვილი გიორგი პატიაშვილმა შეცვალა.
პატიაშვილი მანამდე, “მოზაიკას” ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის ერთ-ერთი გამომძიებელი იყო.
პატიაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი გახმაურებული ფაქტი – 2014 წელს ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში პატიაშვილი კაჭრეთში იმყოფებოდა ტრენინგზე, რა დროსაც ის თავისივე სატაბელო იარაღით დაიჭრა.
2019 წელს, ქართლის ამბები წერდა, რომ პატიაშვილს 17 წლის მოზარდმა მანქანა გასტაცა.
ამავე თემაზე: შიდა ქართლის ყველა რაიონული სამმართველოს უფროსი შეცვალეს
დატოვეთ კომენტარი