ახალი ამბები

შიდა ქართლის ყველა რაიონული სამმართველოს უფროსი შეცვალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ სამმართველოებში საკადრო ცვლილებები გრძელდება.

“მოზაიკას” ინფორმაციით, შეიცვალა კასპის პოლიციის უფროსიც. ამ პოსტზე ბესიკ მაქაცარია ზურაბ ლომიტაშვილმა შეიცვალა. 

ზურა ლომიტაშვილი მანამდე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა – მაშინდელი უფროსის, ვალერიან თელიას მოადგილედ.

რაც შეეხება მაქაცარიას, ის კასპის პოლიციის უფროსად გასულ წელს დანიშნეს. ახლა კი, როგორც “მოზაიკას’ ეუბნებიან, საქმიანობას ხაშურის პოლიციაში გააგრძელებს. 

სამმართველოებში საკადრო ცვლილებები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის შეცვლის შემდეგ დაიწყო. 10 ივნისს, ამ პოსტზე ვალერიან თელია კახაბერ მურადაშვილმა შეცვალა. 

ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა გორის პოლიციის უფროსმა ნოდარ გეგეშიძემ. ქარელის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, ილია სააკაშვილი როინ მამუჩიშვილმა შეცვალა. ხოლო ხაშურის პოლიციის უფროსის პოსტზე – ჯურხა (ჯონი) კოშაძე – გიორგი გუგეშაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი