ახალი ამბები

პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 6 პირი დააკავა

პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 6 პირი დააკავა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, სპეცოპერაციაში ჩატარდა შიდა ქართლშიც. 

ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 6 პირი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

დაკავებულები არიან:

  • 1960 წელს დაბადებული ა.გ.
  • 1982 წელს დაბადებული გ.გ.
  • 1999 წელს დაბადებული ლ.გ.
  • 1987 წელს დაბადებული ზ.ქ. (წარსულში ნასამართლევი)
  • 1978 წელს დაბადებული გ.დ. (წარსულში ნასამართლევი)
  • 1994 წელს დაბადებული  ი.ა. (ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები