ახალი ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 11 პირი, მათ შორის შიდა ქართლშიც 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზებისა და იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დაკავებულების სახლში ჩხრეკა ჩატარდა. 

“ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ა.ვ., 2004 წელს დაბადებული ვ.დ., 1988 წელს დაბადებული გ.ო., 2000 წელს დაბადებული ლ.მ., უკრაინის მოქალაქე 1978 წელს დაბადებული ვ.ხ., წარსულში ნასამართლევები: 2004 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული გ.მ., 1976 წელს დაბადებული დ.მ., 1978 წელს დაბადებული ო.ძ., 1989 წელს დაბადებული ა.ს. და 1970 წელს დაბადებული ლ.გ.”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. .

ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „კლეფედრონი“, „მდმა“ „მარიხუანა“, და 122 ძირი მცენარე “კანაფი”.

უწყების ინფომარციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი