შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ სამმართველოებში საკადრო ცვლილებები გრძელდება. “მოზაიკას” ინფორმაციით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ქარელის პოლიციის უფროსი ილია სააკაშვილი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2021 წლიდან იკავებდა.
“მოზაიკას” ინფორმააციითვე, მის ადგილას რომა მამუჩიშვილი დანიშნეს, რომელიც ხიდისთავის პოლიციაში მუშაობდა.
სად გააგრძელებს საქმიანობას ილია სააკაშვილი, ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის უფროსის პოსტზე მისი წლიური სახელფასო ანაზღაურება 60 953 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ საკადრო ცვლილებები განხორციელდა გორის რაიონულ სამმართველოშიც. უფროსმა ნოდარ გეგეშიძემ თანამდებობა დატოვა. საუბარია ხაშურის და კასპის რაიონული სამმართველოების უფროსების ცვლილებაზეც.
დატოვეთ კომენტარი