ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში 40 წლამდე მამაკაცი ცივი აირაღით დაჭრეს. “მოზაიკას” ინფორმაციით, დაშავებულს მრავლობითი ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

წუხელ მოხდა. 6 ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში. მდგომარეობა მძიმეა, ოპერაცია გაუკეთეს წუხელვე და როგორც ვიცით, კიდევ სჭირდება ქირურგიული ჩარევა“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ფიზიკური დაპირიპირება ძველ კონფლიქტს მოჰყვა. 

პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. ეძებენ და როგორც ამბობენ, ის მამაკაცი მიმალვაშია“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი