ახალი ამბები

რა ჩაითვლება სარწყავი წყლის დატაცებად და რა იქნება სასჯელი? – შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

სარწყავი წყლით სარგებლობისთვის ფერმერებმა “საქართველოს მელიორაციას” უნდა აცნობონ. წინააღმდეგ შემთხევაში, ფერმერები დაჯარიმდებიან. 

ამ საკითხზე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც “საქართველოს მელიორაციის”  გენერალურმა დირექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერებიც ესწრებოდნენ. 

სარწყავი წყლით დადგენილი წესით სარგებლობისთვის, აუცილებელია, ფერმერებმა საქართველოს მელიორაციასთან წყალსარგებლობის შეთანხმება გააფორმონ, რათა წყლის არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება, სწორად მართვა და განაწილება შევძლოთ“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

სარწყავი წყლის  მოხმარებაზე შპს „საქართველოს მელიორაცია“ კონტროლს ამკაცრებს. 

როგორც კომპანია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, ფერმერებმა საქართველოს  მელიორაციის შესაბამის რეგიონულ სამსახურებსა და სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და წყალსარგებლობის შეთანხმება გააფორმონ. 

სარწყავი წყლის მიღება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით. შეთანხმების გარეშე სარწყავი წყლით სარგებლობა უკანონო ქმედებაა და ითვალისწინებს დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  შესაბამისად“, – ვკითხულობს „საქართველოს მელიორაციის“ განცხადებაში. 

რაც შეეხება ჯარიმებს, კომპანიის თქმით, “სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარით.  განმეორებით ჩადენილი ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარით.”

დატოვეთ კომენტარი