სასამართლო დავის პარალელურად, გორის მერიამ “ქართული ოცნების” შემწირველების კომპანიას მიმდინარე წელს 4 308 200 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმა.
საუბარია შპს “იბოლიაზე”, რომელიც ბოლო ხუთ თვეში გორის მერიამ 8 ტენდერის გამარჯვებულად დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ტენდერებში “იბოლიასთან” ერთად სხვა კომპანიებიც მონაწილეობნენ, მაგალითად ზერტთან მისასვლილი გზის ტენდერში მონაწილეობდა შპს “კოხტის ძირი 2010” და შპს “ჩაგელა”. ორივე კომპანია “იბოლიას” მიერ შეთავაზებულზე ნაკლებ ფასად სთავაზობდა სამუშაოების შესრულებას, თუმცა გორის მერიამ არჩევანი “იბოლიაზე” შეაჩერა.
საბოლოოს, “იბოლიასთან” გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანია ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებს:
- 2 705 500 ლარს ზერტის მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის;
- 400 000 ლარს ხურვალეთში გზის რეაბილიტაციისთვის;
- 419 700 ლარს ტყვიავში შიდა საუბნო გზის მოწყობისთვის;
- 2 705 500 ლარს ზერტის მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის;
- 614 000 ლარს გორში, მგალობლიშვილისა და ოთარ ჩხეიძის ქუჩების რეაბილიტაციისთვის;
- 169 000 ლარს ქვახვრელში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობისთვის.
ტენდერების მოგების პარალელურად, “იბოლია” გორის მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავას აწარმოებს. როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, საქმე ეხება ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურებას – “იბოლია” გორის მერიას დაკავებული თანხის ჩარიცხვას სთხოვს. საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოშია.
ინფორმაციისთვის, შპს “იბოლიას” დირექტორი და დამფუძნებელი ყოფილი პარლამენტარი იოსებ მაკრახიძეა.
ამ დროისთვის, კომპანიას 16 მეწილე ჰყავს. სამ მათგანს სხვადასხვა დროს “ქართული ოცნებისთვის” ჯამში 150 000 ლარი აქვთ შეწირული:
- იოსებ მაკრახიძე – 120 000 ლარი;
- ზვიად ჩხობაძე – 60 000 ლარი;
- ზურაბ სარალიძე – 20 000 ლარი.
ხოლო, თავად “იბოლიას” 2021 წელს “ქართული ოცნებისთვის” 50 000 ლარი აქვს გადარიცხული.