ახალი ამბები

გორის კულტურის სააგენტოს “სფეისისთვის” ჩამორთმეულ შენობაში სიგნალიზაციის დაყენება სურს

გორის კულტურის განვითარების სააგენტოს შენობაში, სადაც ახალგაზრული სივრცე “სფეისი” იყო განთავსებული, სიგნალიზაციის დაყენება სურს. აღნიშნული მომსახურებისთვის სააგენტოს 2 600 ლარი აქვს გამოყოფილი.

სააგენტოს დაემატა კიდევ ერთი განყოფილება, რომელიც მდებარეობს მისამარტზე: ქ.გორი, სიმონ პირველის ქუჩა, სადაც განთავსებულია ძვირადღირებული ტექნიკა, მოწყობილობები და ინვენტარი. აღნიშნული ობიექტი ასევე საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას სიგნალიზაციის საშუალებით“, – ნათქვამია წერილში, რომლითაც სააგენტოს ხელმძღვანელი, გვანცა მჭედლიშვილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს.

წერილისგან განსხვავებით, როგორც სააგენტოში გვითხრეს, ახალი განყოფილება არ შექმნილა და სივრცე უბრალოდ სხვადასხვა სახის ახალგაზრდულ ღონისძიებებს მოემსახურება. 

ახალი განყოფილება არ შექმნილა. ეს სივრცე იყო ჩვენი სააგენტოს ბალანსზე და მალე გააგრძელებს ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობას. მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები”, – გვითხრეს სააგენტოში. 

შენობა გორის მერიამ ახალგაზრდულ ორგანიზაციას რამდენიმე თვის წინ ჩამოართვა ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცის გახნსის საბაბით. 

მას შემდეგ, რაც ახალგაზრუდლ ორგანიზაციას შენობის დატოვება მოსთხოვეს, ცნობილი გახდა, რომ შენობა გაქურდეს და წაიღეს ძვირადღირებული ტექნიკა.

უსაფრთხოების ზომების გატარებისთვის, კულტურის სააგენტომ თხოვნით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლის თანხმობის შემთხვევაშიც, კულტურის სააგენტო აღნიშნულ მომსახურებას დაცვის პოლიციისგან პირდაპირი შესყიდვით შეიძენს.

დატოვეთ კომენტარი